მალავი

მალავის პრეზიდენტმა ფულის დაზოგვის მიზნით საკუთარ თავს უცხოეთში მოგზაურობა აუკრძალა

AP

მალავის პრეზიდენტმა ლაზარუს ჩაკვერამ ბიუჯეტის ფულის დაზოგვის მიზნით საკუთარ თავს და მისი კაბინეტის წევრებს უცხოეთში მოგზაურობა აუკრძალა. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ამჟამად ყველა საზღვარგარეთ მყოფ მინისტრს, რომ სასწრაფოდ მალავიში დაბრუნდნენ და დაემორჩილონ აკრძალვას.

ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მალავის ვალუტის სწრაფი გაუფასურების გამო მიიღო. მალავიმ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ცოტა ხნის წინ მსოფლიოს სავალუტო ფონდისგან სესხი აიღო. ასევე, მალავის ეკონომიკის გამოწვევებია საწვავის დეფიციტი და ინფლაციის მაღალი დონე.

უცხოეთში მოგზაურობის შეწყვეტის გარდა, ლაზარუს ჩაკვერამ შემოიღო შეზღუდვა თანამდებობის პირების გადაადგილებისთვის გამოყოფილ საწვავთან დაკავშირებით და განსაზღვრული საწვავის რაოდენობა 50%-ით შეამცირა.

კომენტარები