მალავი

მალავიში ქოლერასგან დაღუპულთა რიცხვი 1 300-ს აჭარბებს

9 თებერვალს, მალავიის ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მალავიში ქოლერის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 300-ს გადააჭარბა. 

8 თებერვლის  მდგომარეობით, მალავიში ქოლერას 40 284 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 316 ადამიანი დაიღუპა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აფრიკის ოფისის მიერ ორგანიზებულ ბრიფინგზე, ჩარლზ მვანსამბომ თქვა, რომ 2022 წლის მარტში დაწყებული ეპიდემიის დროს, ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდებოდა.

9 თებერვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მალავის ამჟამინდელი ეპიდემია ბევრად მომაკვდინებელია, ვიდრე 1998-1999 და 2001-2001 წლებში, რა დროსაც  860 და 968 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები