რუსეთი-სომხეთი

მოსკოვი-ერევნის რეისის თვითმფრინავს თბილისში დაშვება მოუწია – რუსული მედია

Armenia Internation Airports

ავიაკომპანია FlyOne Armenia-ს თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით მიფრინავდა, თბილისში დაშვება მოუწია. ინფორმაციას ინტერფაქსი ერევნის აეროპორტზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლი გახდა. 

გარდა ამისა, ამავე ინფორმაციით, ავიაკომპანია Air Cairo-ს თვითმფრინავი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდა ზვართნოცის აეროპორტში დაჯდომას.

კომენტარები