სერბეთი

სერბეთმა აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სერბეთმა აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. 

აქამდე, სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე, გეგმავდა, რომ აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირი ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისთანავე შეეძინა.

ამასთან, სერბეთი წელიწადში 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს.

"ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს მომავალ წელს 400 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას და ჩვენ ველით, რომ ეს მოცულობა კიდევ გაიზრდება მომდევნო წლებში". - ამბობენ სერბეთის ენერგეტიკის სამინისტროში. 

კომენტარები