ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისი: ნიჰილიზმს ჩვენ ვუწყობთ ხელს ჩაგრულის როლის მორგებით, როდემდე უნდა გაგრძელდეს?

მოდი, გადავხედოთ ჩვენს ისტორიას. სულ გვჩაგრავს მთავრობა. თაობები იჩაგრება. ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. ხშირად უნდა დავუსვათ კითხვები ჩვენს თავებს: მთავრობა ჩვენ გვიწესებს წითელ ხაზებს და ერთადერთი წითელი ხაზი, რაზეც სულ გვაქვს რეაქცია, არის რუსული, რუსეთისკენ მიმავალი ნაბიჯები, მაგრამ რად გინდა? ფრენები მაინც გახსნეს რუსეთთან.

ნიჰილიზმს ჩვენ ვუწყობთ ხელს ჩაგრულთა როლის მორგებით. ძალიან მაინტერესებს ეს რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს და როდის იტყვის ხალხი, რომ კმარა [...] 

[ყველაზე დიდ პროტესტს იწვევს] ის, რომ პრორუსული მთავრობა გვყავს, რომელსაც მაგრად ვკიდივართ და ის, რომ საზოგადოებას ადეკვატური რეაგირება აღარ გვაქვს. მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. ჩემს თავსაც მოვიაზრებ, მეც პასიური ვიყავი. რეკომენდაციას გავცემ ერთ ვიდეოზე, Rat race ქვია, უყურეთ, რას გიშვრებათ თქვენი ყოველდღიურობა. ესენი 9 დათქმის შემსრულებლები არ არიან, ასე რომ ჩვენ უნდა ვაიძულოთ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. 

კომენტარები