NATO

ესტონეთის პრემიერს სურს გახდეს NATO-ს შემდეგი გენერალური მდივანი

კაია კალასი
Leon Neal/Getty Images

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა სურვილი გამოთქვა გახდეს NATO-ს შემდეგი გენერალური მდივანი მას შემდეგ, რაც იან სტოლტენბერგი დატოვებს აღნიშნულ თანამდებობას.

ამის შესახებ კალასმა POLITICO-ს თავდაცვის სამიტზე ისაუბრა. კალასის თქმით, კარგი იქნება, თუ ალიანსის შემდგომი გენერალური მდივანი იქნება ქალი და ასევე იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ყოველწლიურად მშპ-ს 2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა მას, რომ ალიანსის შემდეგ გენერალურ მდივნად იყოს განხილული, კალასმა დადებითად უპასუხა. 

კალასმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ არასწორია იმის მტკიცება, რომ ომი ჩიხშია შესული. მისი თქმით, ეს ნარატივი რუსეთის ინტერესებს უწყობს ხელს. 

"ეს მათ სასარგებლოთ მოქმედებს. მოდით, ამ მახეში არ გავებათ. სრულად მესმის და მჯერა, რომ დამარცხებადია [რუსეთი]. უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება". – თქვა კალასმა. 

 

კომენტარები