მარტივად, შეხედეთ სოციოლოგიური კვლევების შედეგებს - ნაცმოძრაობის გარდა, ყველა სხვა ოპოზიციური პარტია არის 5%-ს ქვემოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შევიდნენ პარლამენტში და ეს არის სუბიექტური ინტერესი. თუმცა, მე მინდა მარტივად გითხრათ ერთი რამ, პატარა ქვეყანაა საქართველო, 5%-ის მიღებას სჭირდება დაახლოებით 95 ათასი ხმა. როდესაც ვერ იღებ ქვეყანაში 95 ათას ხმას, ეს ნიშნავს, რომ რეალურად პარტია არა ხარ. თქვენ თუ გადახედავთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, როგორიც არის იგივე ლელო, გირჩი, გახარია და ა.შ. სინამდვილეში არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის, არის რაღაცა კლუბი, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი კლუბები და სწორედ ამიტომ, ვერ იღებენ ხმათა 5%-ს. რა თქმა უნდა, ასეთი პარტიებისთვის, მით უმეტეს ექსტრემისტული პარტიებისთვის ბარიერის დაწევა ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა რაციონალური და არც ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას მათ სასარგებლოდ.
არჩევნები 2024
კობახიძე: ენმ-ს გარდა ყველა 5%-ს ქვემოთაა, არ ვაპირებთ ბარიერის დაწევას მათ სასარგებლოდ
tbl.ge/6lms
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




