ჰოკეი

ციგურის პირით დაჭრილი ჰოკეისტის დაღუპვასთან დაკავშირებით 1 პირი დააკავეს

theathletic.com

ჰოკეის ამერიკელი მოთამაშის, ადამ ჯონსონის დაღუპვასთან დაკავშირებით გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამხრეთ იორკშირის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება. მან საზოგადოებას ასევე მოუწოდა "კომენტარებისა და სპეკულაციისგან თავის შეკავებისკენ, რადგან ამან, შესაძლოა, გამოძიების პროცესი შეაფერხოს". 

29 წლის ადამ ჯონსონი 29 ოქტომბერს თამაშისას მოწინააღმდეგის ციგურის მეტალის მჭრელი პირით ყელის არეში დაიჭრა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. შემთხვევა ბრიტანულ გუნდებს Nottingham Panthers-ისა და Sheffield Steelers-შორის მატჩისას მოხდა. ჯონსონი ადრე აშშ-ს ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშე იყო. 

ადამ ჯონსონი თამაშის 35-ე წუთზე მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს მეტ პეტგრეივს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივენი წაიქცნენ და პეტგრეივის ფეხსაცმლის მჭრელი პირით ყელი გაიჭრა. 

შემთხვევას ათასობით მაყურებელი ესწრებოდა. თამაში 35-ე წუთზე გაჩერდა და აღარ გაგრძელებულა. სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადამ ჯონსონის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის მიერ დამცავი ეკრანის აღმართვამდე ჰოკეის მოთამაშეებმა ჯონსონის ირგვლივ ცოცხალი ღობე გააკეთეს. 

მაყურებლები ადასტურებენ, რომ მათ მოთამაშეების შეჯახება დაინახეს და დარწმუნებულები არიან, რომ ინცინდენტი აბსოლუტურად შემთხვევითი იყო. 

კომენტარები