ჰოკეი

ჰოკეის ამერიკელი მოთამაშე მოწინააღმდეგის ციგურის მჭრელი პირით ყელში დაიჭრა და გარდაიცვალა

theathletic.com

ჰოკეის ამერიკელი მოთამაშე, 29 წლის ადამ ჯონსონი 29 ოქტომბერს თამაშისას მოწინააღმდეგის ციგურის მეტალის მჭრელი პირით ყელის არეში დაიჭრა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ბრიტანულ გუნდებს Nottingham Panthers-ისა და Sheffield Steelers-შორის მატჩისას მოხდა. ჯონსონი ადრე აშშ-ს ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშე იყო. 

ადამ ჯონსონი თამაშის 35-ე წუთზე მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს მეტ პეტგრეივს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივენი წაიქცნენ და პეტგრეივის ფეხსაცმლის მჭრელი პირით ყელი გაიჭრა. 

შემთხვევას ათასობით მაყურებელი ესწრებოდა. თამაში 35-ე წუთზე გაჩერდა და აღარ გაგრძელებულა. სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადამ ჯონსონის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის მიერ დამცავი ეკრანის აღმართვამდე ჰოკეის მოთამაშეებმა ჯონსონის ირგვლივ ცოცხალი ღობე გააკეთეს. 

მაყურებლები ადასტურებენ, რომ მათ მოთამაშეების შეჯახება დაინახეს და დარწმუნებულები არიან, რომ ინცინდენტი აბსოლუტურად შემთხვევითი იყო. 

სამხრეთ იორკშირის პოლიციამ თქვა, რომ გამოძიება დაიწყეს და პოლიციელები ცდილობენ მომხდარის ზუსტი სურათის აღდგენას. 

"ჩვენ სასოწარკვეთილები ვართ, რადგან გვიწევს დავადასტუროთ, რომ ადამ ჯონსონი ტრაგიკულად გარდაიცვალა ამ წარმოუდგენელი ინცინდენტის დროს " - წერია Nottingham Panthers-ის განცხადებაში. 

კომენტარები