პროკურატურა

მარნეულში სპეცოპერაცია ჩატარდა, საქმე ფულის გათეთრებას ეხება - პროკურატურა

მარნეულში ფულის გათეთრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა. 

როგორც ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 194-ე მუხლით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და ფულის გათეთრებას გულისხმობს. 

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები