მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: ბოლქვაძემ როიალზე, კულტურაზე უნდა ილაპარაკოს, მაგისთვის არის ამ პარლამენტში

მე ის მიკვირს, გულწრფელად, რომ თქვენ ელისო ბოლქვაძისგან როიალზე საუბარი გიკვირთ. ელისო ბოლქვაძემ როიალზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე უნდა ილაპარაკოს, აბა, რაზე უნდა ილაპარაკოს? მაგისთვის არის ამ პარლამენტში. ეს სფერო იცის ძალიან კარგად. ამ სფეროს პოპულარიზაციაზე და შესაბამის პოზიტიურ შედეგებზე უნდა ილაპარაკოს. არა? არ ეკუთვნის? - კიდევ ვიმეორებ, ითხოვს თუ არ ითხოვს, რაღაც პრეცედენტებია და შეიძლება მხარიც დავუჭიროთ. რატომაა დასაცინი თემა? ელისო ბოლქვაძეზე როიალთან მიმართებით სასაცილო რატომაა თემა, ამიხსენით. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ ელისო ბოლქვაძის განცხადებასთან დაკავშირებით - ბოლქვაძემ თქვა, რომ "როიალის დადგმა ფუფუნება არ არის, ყველა ევროპულ პარლამენტშია და იმართება კონცერტები".

კომენტარები