საავტობუსე ზოლები

ელისაშვილი BUS LANE-ზე: ვერ დამარწმუნებენ, რომ ტუჩებდაბერილი გოგოცუნები ვინმეს დასაჭერად მიდიან

საავტობუსე ზოლების შემოღება მტკივნეული, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. ეს არის სწორი, რასაც თბილისის მერია აკეთებს. მაგრამ, არასწორი და შემზარავია, რაც ხდება, რომ ამ Bus Lane-ბში უამრავი მანქანა დათარეშობს.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვიღაც ტუჩებდაბერილი გოგოცუნები რომ სხედან საჭეებთან, ისინი რაიმე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან. მუსიკა რომ ბოლო ხმაზე აქვთ ჩართული და იმას შვებიან, რა ჰქვია [...]

ან პატრულმა საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე უარი თქვა და უბრალოდ თვალს ხუჭავენ იმ უმსგავსობაზე, რაც ამ Bus Lane-ბში ხდება, მილიონობით მანქანა რომ დათარეშობს - ან არის 21-ე საუკუნის ე.წ. "ნარუშილოვკა" [...] როგორც ჩანს, "ნარუშილოვკები" არის ხელაღებით დარიგებული [...] შს სამინისტრო და საპატრულო პოლიცია გამოვიდეს და გვითხრან, რასთან გვაქვს საქმე. 

თქვა საავტობუსე ზოლებთან, ე.წ. Bus Lane-ბთან დაკავშირებით პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები