თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის კინოფესტივალის ინიციატივით ამირანში ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე აღინიშნა

TIFF

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შუამდგომლობით კინოთეატრ ამირანში ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე აღინიშნა.

ამირანში ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშრებით ლინდსეი ანდერსონის O Lucky Man!-ის ჩვენება მოეწყო. გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 100-ზე მეტი ქართული და უცხოური, მხატვრული და დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი სურათი იქნება ნაჩვენები.

ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე წელს მერვედ აღინიშნება. ის ინიცირებულია არტ-ჰაუს კინოთეატრების საერთაშორისო კონფედერაციის (CICAE) მიერ და თანადაფინანსებულია შემოქმედებითი ევროპის, ევრიმაჟის, ევროპა სინემას და გერმანიის ფედერალური კინოცენტრის მიერ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს დაიწყება და 3 დეკემბერს დასრულდება. ფესტივალის პროგრამა 13 ნოემბერს იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები