თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად იტალიელი კინორეჟისორის, პიეტრო მარჩელოს "ბიოპიკ" ჟანრის ფილმით, დუსე-ს ჩვენებით გაიხსნა.

თბილისში 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა - ფესტივალის ორგანიზატორმა გაგა ჩხეიძემ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა როგორც კინოს მნიშვნელობაზე, ასევე იმ ადამიანებზე ვინც დღეს ქუჩაშია და სხვათა უფლებებს იცავს.

"თბილისის კინოფესტივალი ყოველთვის კინოს ზეიმია, თუმცა დამეთანხმებით ძნელია იზეიმო მაშინ როცა ბევრი ჩვენი კოლეგა, მეგობარი, და, ძმა, პედაგოგი, ვერ არის შენს გვერდით იმიტომ რომ ქუჩის მიღმა აპროტესტებენ და იბრძვიან ქვეყნს უკეთესი მომავლისთვის, იბრძვიან ადამიანის უფლებებისთვის, ქევყნის დამოუკიდებულობისთვის. მე უნდა გამოვხატო მათ მიმაღტ სოლოდარობა, თანადგომა და ვუსურვო გამძლეობა.

ალბათ ამ დარბაზში ის ხალხია ვისაც სჯერა რომ ხელოვნება შეცვლის სამყაროს, ამისთვის კი საჭიროა რომ ხელოვნება იყოს ცოცხალი და დამოუკიდებელი" - თქვა ჩხეიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ფილმი XX საუკუნის ცნობილი იტალიელი თეატრის მასხიობის, ელეონორა დუსეს და მის გვიანდელი ცხოვრების პერიოდის შესახებ მოგვითხრობს.

ფესტივალზე 60-ზე მეტი ფილმია წარმოდგენილი - 7 დეკემბერს კინოფესტივალის ჯილდო, პრომეთე საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადაეცემა. 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სრულ პროგრამას გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები