რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოპკო: 52-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა კიევს ისკანდერით შეუტია

სერგიი პოპკო

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგიი პოპკოს თქმით, 11 ნოემბერს დილით რუსეთმა კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი გაუშვა.

"ხანგრძლივი 52-დღიანი პაუზის შემდეგ, მტერმა განაახლა კიევზე სარაკეტო შეტევა! რაკეტამ კიევს ვერ მიაღწია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და სისტემებმა ის დედაქალაქთან მიახლოებისას გაანადგურეს". - თქვა პოპკომ.

11 ნოემბრის დილას უკრაინის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა აფეთქებების ხმები გაიგეს, რის შემდეგაც საჰაერო განგაში ატყდა.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ აფეთქებების ხმები კიევის მახლობლად საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის გამო ისმოდა.

მოგვიანებით კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ დააზუსტა, რომ ღამით დრონებით შეტევის შემდეგ, რუსებმა მართლაც ისროლეს ბალისტიკური რაკეტები. ორი რაკეტა კიევთან მდებარე მინდორში ჩამოვარდა. აფეთქების ტალღამ 5 კერძო სახლი დააზიანა.

კომენტარები