კონტრტერორისტული სპეცოპერაცია

სუს: საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეა დაკავებული

საქარველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. 

"კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია ქალაქ თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით". - წერია სუსი-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344 პირველი პრიმა და 236-ე მუხლებით დაიწყო.  

ცენტრის მითითებით, საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისა და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხილების მიზნით, აქტიურად ხორციელდება.

კომენტარები