ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.95 თეთრით. 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  2.6989 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8819 ლარი. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

თურნავას საგამონაკლისო ბრძანება ფარცხალაძეზე, სებ-მა სანქციების შესრულების წესი შეცვალა

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი - 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად.

კომენტარები