ლატვიის სეიმმა(პარლამენტმა) ბოლო მოსმენით მიიღო სამოქალაქო პარტნიორობის კანონი.
კანონი ემსახურება სქესის განურჩევლად, ორ სრულწლოვან ინდივიდს შორის კანონიერ პარტნიორობას და წყვილის ეკონომიკურ-სოციალურ დაცვას.
სამოქალაქო პარტნიორობის კანონი ძალაში 2024 წლის 1 ივლისს შევა. ურთიერთობის რეგისტრაციის მსურველებმა ნოტარიუსს უნდა მიმართონ.
სამივე მოსმენაზე ოპოზიციამ კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა. ოპოზიცია ასევე მოუწოდებს პრეზიდენტს კანონის ამოქმედებამდე რეფერენდუმი ჩაატაროს.