თბილისი

ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე 11 ნოემბრიდან ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება 

BPN.GE

თბილისის მერიის ინფორმაციით, ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბრის 22:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 

მერიის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება აბულაშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურ "დიდუბიდან" შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის მიმართულებით. 

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები აბულაშვილის ქუჩის ნაცვლად აკაკი წერეთლის გამზირის გამოყენებით იმოძრავებენ. აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები