Edison Research - ის კვლევა

მოსახლეობის 86% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს – Edison Research

Tai Dundua / Shutterstock

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 86% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 14% კი ამის წინააღმდეგია. კვლევა ორგანიზაციამ ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

კომენტარები