Edison Research - ის კვლევა

Edison Research: მოსახლეობის 60%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

adf.org.au

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 40%-ს კი პირიქით, მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. კვლევა ორგანიზაციამ ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

კომენტარები