ლუის დიასი

ლივერპულის ფეხბურთელის, ლუის დიასის მამა 12-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფალია

"თავისუფლება მამაჩემს" - წარწერა ლუის დიასის მაისურზე
X@brfootball

საფეხბურთო კლუბ ლივერპულის ფეხბურთელის, ლუის დიასის მამა 12-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფალია - ინფორმაციის ამსახველი ფოტოები კოლუმბიის ეპოსკოპოსთა კონფერენციის გვერდზე ვრცელდება.

ლუის დიასის მშობლები კოლუმბიაში 28 ოქტომბერს შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. გატაცებიდან მალევე, კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ თქვა, რომ ფეხბურთელის დედა იპოვეს, თუმცა, მამამისი კვლავ ძებნაშია.

3 ნოემბერს, გატაცებაზე პასუხისმგებლობა მარქსისტ-ლენინისტურმა ეროვნულმა განმათავისუფლებელმა არმიამ [ELN] აიღო. იმავე დღეს, მათივე წარმომადგენლმა თქვა, რომ დიასის მამა მალე გათავისუფლდებოდა.

5 ნოემბერს, ლუთონი-ლივერპულის მიმდინარეობისას მოედანზე შეცვლაზე შესულმა ლუის დიასმა დამატებით დროში გოლი გაიტანა, აღნიშვნისას კი მაისური გაიხადა და შიდა წარწერა გამოაჩინა - "თავისუფლება მამაჩემს". იმავე დღეს, დიასმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მამამისის სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა.

კომენტარები