ევროკავშირის გაფართოება

უნგრეთი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე: სიტყვისა და მედიის თავისუფლება დაცული არ არის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიხიარტო
John Thys/Pool via REUTERS/File Photo

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, უკრაინა ომის დროს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან სიტყვისა და მედიის თავისუფლება დაცული არ არის. 

"უკრაინაში ომია, ამიტომ, ჩვენ ვხედათ, რომ არც მედიისა და არც სიტყვის თავისუფლება დაცული არ არის, ასევე, ვხედავთ, რომ არც არჩევნები ტარდება. აბსურდული იქნება, ასეთ ვითარებაში, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა პოზიციები დააფიქსირონ უკრაინაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. 

სიიარტომ ასევე თქვა, რომ უკრაინის გაწევრიანებით ომი გადაინაცვლებს ევროკავშირში, შესაბამისად, გაწევრიანება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც მშვიდობა დამყარდება. 

გუშინ, 9 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. კომისიის შეფასება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის მიერ მისთვის წარდგენილი პირობების 90%-ზე მეტი. 

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დეკემბერში ევროპული საბჭოს სამიტზე გაიგზავნება. სამიტზე, რომელიც 14-15 დეკემბერს გაიმართება, ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

კომენტარები