თამაზ გინტურის მკვლელობა

ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე: EU-მ სრული იგნორირება გაუკეთა ოსური მხარის განმარტებას

flickr

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა და ევროკავშირის პოზიცია გააკრიტიკა.

"გასაკვირია ევროკავშირის ეს პოზიცია, მათ სრული იგნორირება გაუკეთეს ოსური მხარის მიერ მოყვანილ აშკარა ფაქტებს და დეტალურ განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელია ის, რომ ბრიუსელში უაპელაციოდ მომხდარზე პასუხისმგებლობის გადატანას რუსეთზე ცდილობენ. ეს არის პოლიტიზირებული, ცალმხრივი, ცრუ შეფასებები. ყველაფერი ეს მოწმობს ევროკავშირის მიკერძოებულობაზე". – ამბობს ზახაროვა.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

7 ნოემბერს შემთხვევას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

კომენტარები