გატაცება ოკუპირებული ტერიტორიიდან

ბორელი კირბალზე: EU მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას

EPA

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის დაკავებას ევროკავშირი გმობს. 

"ევროკავშირი მკაცრად გმობს კირბალში რუსეთის სასაზღვრო დაცვის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის დაკავებას. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უკანონოა". - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო უკანონოდ ერთი მოქალაქე დააკავეს. 

კომენტარები