ხელოვნება

პიკასოს ნახატი აუქციონზე $139 მილიონად გაიყიდა

პაბლო პიკასოს "ქალი საათით"
Fatih Aktas/AA/picture alliance

პაბლო პიკასოს "ქალი საათით", რომელიც მან 1932 წელს დახატა, ნიუ იორკის Sotheby's-ის აუქციონზე $139 მილიონად გაიყიდა. აუქციონზე გატანილ პიკასოს ნამუშევრებს შორის ეს რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია. სიძვირით პირველ ადგილს ნახატი "ალჟირელი ქალები" იკავებს, რომელიც 2015 წელს Christie's-ის აუქციონზე $179.3 მილიონად გაიყიდა.

8 ნოემბერს გამართულ აუქციონზე ანონიმურმა მყიდველმა დანარჩენ ორ მსურველზე მაღალი ფასი დაასახელა. აუქციონზე ჯამში $400 მილიონიანი ღირებულების მქონე ნამუშევრების კოლექცია იყო გამოტანილი, რომელიც ამ წელს გარდაცვლილ ემილი ფიშერ ლანდაუს ეკუთვნოდა.

კომენტარები