საქართველო-ევროკავშირი

რელიგიური წინამძღოლები სტატუსზე: გილოცავთ ჩვენი სამშობლოსთვის დადებით გადაწყვეტილებას

საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია

რელიგიური კონფესიების წინამძღოლები საერთო წერილს აქვეყნებენ ევროკომისიის რეკომენდაციაზე, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. წერილი ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

"ძვირფასო თანამოქალაქეებო,

ყველას გილოცავთ ჩვენი სამშობლოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შესახებ, ევროკომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას.

ყველას გულწრელი მადლობა, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეში შეიტანა თავისი წვლილი.

ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნისათვის არის შანსი, შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, კულტურული მრავალფეროვნება, ტრადიციები და მყარად დაიცვას ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, ადამიანის ღირსება.

საამისოდ ცხადია, წინ გრძელი გზა გვაქვს ყველას ერთად გასავლელი: გზა მუყაითი შრომისა, ბეჯითი სწავლისა და გარჯისა.

დაე, უზენაესი ღმერთი შეგვეწიოს ყველას ამ საქმეში".

წერილს ავრცელებენ:

  • მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი - ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • შეიხი მირტაგი ასადოვი - სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ეპისკოპოსი როლ ბარაისი - ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში
  • იმამი თამაზ მგელაძე - ბათუმის თავისუფლების მეჩეთის წინამძღოლი, მსოფლიო იმამთა საბჭოს წევრი
  • ქეთი ჩიკვილაძე და მიხეილ გრიშაშვილი, - „დორ ლ’დორ“ პროგრესული იუდაიზმის ცენტრი
  • იმამი ჯამბულ აბულაძე - საქართველოს მუსლიმთა კავშირი
  • ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე - ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი - ევენგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • ახტიარი დიმიტრი ფირბარი - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო

კომენტარები