საქართველო-ევროკავშირი

ვაშაძე სტატუსზე: ქართულმა ოცნებამ წააგო, ევროპულმა სულისკვეთებამ გაიმარჯვა

უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ, მთლიანად საქართველოს ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღეა, ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ და ეს ყველაფერი სწორედ ქართველი ხალხის, თქვენი დამსახურებაა, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიოდ იყო აღნიშნული [...]

წელიწადნახევრის მანძილზე, ქართული ოცნება ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ მათ დღეს პირველ რიგში, ქართველ ხალხთან წააგეს და დიახაც, ჩვენმა ევროპულმა სულისკვეთებამ გაიმარჯვა, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იყოს. ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი და დღეს ამ განცხადებით ხაზგასმული იყო ოპოზიციის პოზიტიური როლი, სამოქალაქო სექტორის როლი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის როლი.

ჩვენ ახლა დიდი ერთიანობა გვჭირდება იმისთვის, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, სადაც ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იყოს სრული კონსესუსი და მზაობა. მე იმედი მაქვს, ქართული ოცნება რომ საბოტაჟისა და წინააღმდეგობის პროცესს ვერ შეძლებს, დაემორჩილება ხალხის ნებას და გაუწევს ანგარიშს იმ დიდ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა ჩვენკენ გადმოდგა.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. 

კომენტარები