საქართველო-ევროკავშირი

ხაბეიშვილი: ქართველმა ხალხმა რუსულ ოცნებასა და ივანიშვილს პირველი რაუნდი მოუგო

საქართველოს მოქალაქემ, ქართველმა ხალხმა რუსულ ოცნებასა და რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს პირველი რაუნდი მოუგო. მათი საბოტაჟის მიუხედავად, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია არ გახდეს - პირველ რაუნდში გავიმარჯვეთ. მინდა, ეს პირველი წარმატება და პირველი ნაბიჯი, რომელიც საბოლოო არ არის, ქართველ ხალხს მივულოცო. საბოლოოდ, ჩვენ უნდა ვიზეიმოთ მთავარი გამარჯვება რუსულ ოცნებაზე, რუსულ პარტიაზე.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ევროპელები ვართ ჩვენ. მთავარი ევროპული პარტია არის ნაციონალური მოძრაობა. მთავარი არის ხალხის ურყევი ნება, რომელსაც ევროკავშირში სურს და ახლა ჯერი ჩვენზეა. ევროპამ გადაწყვიტა, რომ საქართველო ტერორისტი პუტინისა და რუსეთის ამარა არ დატოვოს. ამიტომ, დღევანდელი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებაზე რეკომენდაციას გამოეხმაურა. 

კომენტარები