128-ე ბრიგადა

ზელენსკი: 128-ე ბრიგადის მეთაურს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა

Befunky

უკრაინის 128-ე სამთო მოიერიშე ბრიგადის მეთაურს დმიტრი ლისიუკს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა.

" ბრიგადის მეთაურს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა. ყველაფერში სწრაფად გარკვევას ვცდილობთ". – ამბობს ზელენსკი.


3 ნოემბერს რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთ სოფელზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

სოფელში 128-ე სამთო შემტევი ბრიგადას, უკრაინელი არტილერისტის დღესთან დაკავშრებით, დაჯილდოების ცერემონია ჰქონდა გამართული. ჯარისკაცები საზეიმო მოწყობაზე გამოვიდნენ, რამდენიმე მათგანისთვის ორდენები უნდა გადაეცათ. 

რუსეთმა დაჯილდოების ადგილზე ისკანდერის ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში, შედეგად დაიღუპა 28 და დაშავდა 53 ადამიანი. ზაპოროჟიეს ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

უკრაინული მედიის, სამხედროებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ტრაგედიას 128-ე ბრიგადის ხელმძღვანელობის დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას მიაწერს.

6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ  ბრიგადის მეთაურმა დმიტრი ლისიუკმა დაჯილდოებაზე მისვლა დააგვიანა.

კომენტარები