128-ე ბრიგადა

უკრაინის 128-ე ბრიგადის მეთაურმა დაჯილდოებაზე დააგვიანა, მის ლოდინში შეკრებილები დაბომბეს

უკრაინის 128-ე ბრიგადის მეთაური დმიტრი ლისიუკი
Ukr.net

128-ე სამთო მოიერიშე ბრიგადის მეთაურმა დმიტრი ლისიუკმა დაჯილდოებაზე მისვლა დააგვიანა, მის ლოდინში, დაჯილდოებისთვის შეკრებილ ბრიგადის წევრებზე რუსულმა არტილერიამ სარაკეტო იერიში მიიტანა, რომელსაც ათობით ოფიცრისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. 

დაჯილდოების ცერემონია თავდაპირველად 9:00 საათზე იყო ჩანიშნული, შეკრება 9:30-ზე გადაიტანეს. ამ დროიდან სამხედროები მოწყობილები იყვნენ და მეთაურს ელოდებოდნენ. სარაკეტო დარტყმა 10:10-ზე მოხდა, ლისიუკი ადგილზე 2 წუთში მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით დაბომბვის შედეგად დაიღუპა 28 და დაშავდა 53 ადამიანი. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 19 სამხედროს დაღუპვას ადასტურებს.

ლისიუკი 2017 წელს პეტრო პოროშენკომ ბოგდან ხმელნიცკის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 2019 წელს ლისიუკს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტრაბანდული სიგარეტის გაყიდვისთვის სასამართლომ 119 000 გრივნის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.


3 ნოემბერს რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთ სოფელზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

სოფელში 128-ე სამთო შემტევი ბრიგადას, უკრაინელი არტილერისტის დღესთან დაკავშრებით, დაჯილდოების ცერემონია ჰქონდა გამართული. ჯარისკაცები საზეიმო მოწყობაზე გამოვიდნენ, რამდენიმე მათგანისთვის ორდენები უნდა გადაეცათ. 

რუსეთმა დაჯილდოების ადგილზე ისკანდერის ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში, შედეგად დაიღუპა 28 და დაშავდა 53 ადამიანი. ზაპოროჟიეს ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

უკრაინული მედიის, სამხედროებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ტრაგედიას 128-ე ბრიგადის ხელმძღვანელობის დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას მიაწერს. მსგავსი შემთხვევა წარსულში ჩერნიგოვშიც მოხდა, როდესაც ადგილობრივ თეატრში დრონების პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, მაშინ დაიღუპა 7 და დაშავდა 156 ადამიანი.

კომენტარები