გატაცება ოკუპირებული ტერიტორიიდან

შსს-ს ცნობით, კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე გამოძიება დაიწყეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ სოფელ კირბალთან რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლისა და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები