არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

ქარელში მამაკაცმა 12 წლის გოგონა მოიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 22 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, კაცი უკვე დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები