რუსეთის ბირთვული იარაღი

Reuters: რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც ატომური წყალქვეშა ნავიდან - იმპერატორ ალექსანდრე III-დან გაუშვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, ბალისტიკური რაკეტა Bulava, რომელსაც ამერიკელი მეცნიერების ფედერაციის ცნობით 6 ბირთვული ქობინის გაადატანა შეუძლია, რუსეთმა თეთრი ზღვის  ჩრდილოეთ სანაპიროდან გაუშვა. ის კამჩატკის ნახევარკუნძულზე, შორეულ აღმოსავლეთში ჩამოვარდა. 

"ბალისტიკური რაკეტის გაშვება ატომური წყალქვეშა ნავის გამოცდის ბოლო ეტაპია, რომლის შემდეგაც გადაწყდება მისი ფლოტში მიღება" – თქვა შოიგუმ.

იმპერატორ ალექსანდრე III  – რუსეთის სამხედრო ფლოტში Borei 955 კლასის (არქტიკული ქარის) მეშვიდე ატომური წყალქვეშა ნავია, თითოეული მათგანი 16 Bulava ტიპის, 12 მეტრის სიგრძის რაკეტითაა შეიარაღებული, რომელთა ფრენის მანძილი 8 000 კილომეტრს შეადგენს. 

აღნიშნულ მოვლენებს წინ უსწრებდა პუტინის მიერ ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმების გაუქმება, რომელსაც მან ხელი 2 ნოემბერს მოაწერა

რუსული მედიის მიხედვით, რუსეთის მიზანი შეიარაღებაში Borei- კლასის 10-დან 12-მდე წყალქვეშა ნავის მიღება იგეგმება, რომლებიც ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანეების ფლოტებში განაწილდება. რუსეთმა უკვე მიიღო აღნიშნული კლასის 3 ბირთვული წყალქვეშა ნავი: კნიაზ პოჟარსკი, დმიტრი დანდკოი და კნიაზ პოტიომკინი

კომენტარები