მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

სააკაშვილი: პრიორიტეტია ახალი სახეების წამოწევა, უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ბრძოლის გეგმას

იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო, როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა. უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას.

წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შესახებ. სააკაშვილმა 3 ნოემბერს სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას თქვა - "თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და თქვენი რაღაც გააკეთოთ".

კომენტარები