გორში, ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფაქტები გამოიკვეთა. ინფორმაციას TV მონიტორინგი ავრცელებს.
ბავშვთა სახლის ბენეფიციარები საუბრობენ პედაგოგებისა და დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, დამამცირებელ მოპყრობაზე, მწირ კვების რაციონზე.
სამართალდამცავებმა ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხეს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლები.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.