ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი კვირის დასაწყისში ისრაელს ეწვევა. ინფორმაციას ისრაელის მედია 12 არხი ავრცელებს.
"დიპლომატური წყაროების ცნობით უკრაინის პრეზიდენტი ისრაელს მომავალი კვირის დასაწყისში, ორშაბათს ან სამშაბათს ეწვევა". – წერს მედია.
12 ოქტომბერს გამოცემა Axios-მა დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელში ვიზიტს გეგმავს. მედია ინფორმაციას უკრაინელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებდა.
11 ოქტომბერს ზელენსკიმ NATO-ში გამოსვლისას ისრაელს დაუჭირა მხარი და ალიანსს ჰამასთან ბრძოლისკენ მოუწოდა.