საფრანგეთი

მაკრონის ვიზიტი ცენტრალურ აზიაში

AFP/ Ludovic MARIN

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისტორიული ვიზიტით ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვია. ფრანგული გამოცემა Le Monde-ის მიხედვით, მაკრონის ვიზიტის მიზანი ცენტრალური აზიის რეგიონში თურქული, რუსული და ჩინური გავლენების შეკავება იყო. ვიზიტის ბოლოს, საფრანგეთის და ყაზახეთის პირველი პირები ურანით ვაჭრობის შესახებ შეთანხმდნენ, რაც საფრანგეთის მასშტაბური ბირთვული ენერგიის სადგურებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საფრანგეთი და ყაზახეთი ასევე შეთანხმდნენ, რომ საფრანგეთი ყაზახეთს საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის. განცხადება ყაზახეთში ემანუელ მაკრონის ვიზიტის პარალელურად გამოქვეყნდა. სისტემების გადაცემის მიზანი "ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება" სახელდება. 

რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის შემდეგ ყაზახეთი ევროპისთვის ერთ-ერთ საინტერესო ენერგო იმპორტიორად იქცა. საფრანგეთსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დაახლოებით 30 წლის წინ ფრანსუა მიტერანის დროს დაიწყო. 

კომენტარები