იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, ქარიშხალი კიარანის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ტოსკანის რეგიონიოს ზოგიერთ ქალაქში ადიდებულმა მდინარე ბისენციომ ავტომობილები წაიღო, სტიქიის ზონაში მოყოლილი ადამიანები წყალდიდობისგან თავის დასაცავად სახლების სახურავებზე ავიდნენ. პარალელურად, დაიტბორა შენობები, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები და 4 საავადმყოფო.
შტორმმა ტოსკანას ხუთშაბათს ღამით მიაღწია, ქარის სიჩქარემ პიკის დროს 140 კმ/სთ-ს მიაღწია, შედეგად კი ადგილობრივმა რეგიონულმა გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
"ბოლო ასი წლის განმავლობაში ეს უპრეცედენტო ნალექია". - თქვა ტოსკანის გუბერნატორმა, ეუჯენიო ჯანიმ.
სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად საპორტო ქალაქი ლივორნო და ფლორენციასთან ახლომდებარე ქალაქები პრატო და მონტემურლო დაზარალდნენ.
ქარიშხალ კიარანს ევროპის ქვეყნებში ჯამში, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხლის გამო ქვეყნებში სკოლებმა, აეროპორტებმა და მატარებლებმა მუშაობა შეწყვიტეს.
სტიქიის შედეგად ბოლო ორ დღეში ინგლისის სამხრეთ ნაწილი, ბელგია, ნიდერლანდები და გერმანია დაზარალადა, ასევე, ესპანეთისა და პორტუგალიიც ატლანტის სანაპირო.