ღორის გულის გადანერგვა

მსოფლიოში მეორე პაციენტი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა

ლორენს ფოსეტი,მამაკაცი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს და მისი ცოლი ანნა. PHOTO: BILL SEILER AT UNIVERSITY OF MARYLAND MEDICAL CENTER

ლორენს ფოსეტი, მსოფლიოში მეორე პაციენტი, რომელსაც სამეცდიცინო ექსპერიმენტის ფარგლებში, გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს, ოპერაციიდან 6 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

"ჩვენ შესანიშნავი პაციენტის, მეცნიერის, საზვაო ძალების ვეტერანისა და უბრალოდ კაცის, რომელსაც უფრო მეტი დროის გატარება სურდა ოჯახთან, ბატონი ფოსეტის გარდაცვალებას ვგლოვობთ. მისი უკანასკნელი სურვილი იყო მაქსიმალურად ბევრი გამოცდილება და ცოდნა მიგვეღო ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რათა შეგვძლებოდა სხვა პაციენტების გადარჩენა" - თქვა მერილენდის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ქირურგმა ბარტლი გრიფიტმა. 

ლორენს ფოსეტს ოპერაცია სექტემბერში, მერილენდის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა გულის ტერმინალური დაავადების გამო აშშ-ს სამედიცინო მარეგულირებლისგან პროცედურის ჩატარების საგანგებო ნებართვის საფუძველზე გაუკეთეს. ის ისტორიაში მეორე პაციენტია, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს.

ისტორიაში პირველად ღორის გული 2022 წლის იანვარში პაციენტ დეივიდ ბენეტს გადაუნერგეს, პაციენტი ოპერაციის შემდეგ რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

კომენტარები