საფრანგეთი-ყაზახეთი

საფრანგეთი ყაზახეთს საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

ყასიმ-ჟომართ თოყაევი და ემანუელ მაკრონი, 2023 წელი
Aqorda

საფრანგეთი ყაზახეთს Ground Master 400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადება ყაზახეთში ემანუელ მაკრონის ვიზიტის პარალელურად გამოქვეყნდა. სისტემების გადაცემის მიზანი "ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება" სახელდება.

1 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყაზახეთს პირველად ეწვია. პირველი პირი ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა და ქვეყნების სამომავლო ეკონომიკურ პარტნიორობაზე ილაპარაკა. ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ მაკრონი უზბეკეთში გაემგზავრა.

მაკრონმა საფრანგეთისა და ყაზახეთის ურთიერთობას "უმაღლესი შეფასება" მისცა. თავის მხრივ თოყაევმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ყაზახეთის "საკვანძო პარტნიორია" ევროკავშირში.

კომენტარები