სომხეთი

სომხეთში მთავრობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

სომხეთში დააკავეს ხუთი პირი, რომელსაც ბრალად ტერორისტული აქტის დაგეგმვა ედება. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები გეგმავდნენ ბომბის აფეთქებას, სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდებასა და კონკრეტული პირების მკვლელობას. 

სავარაუდო "ტერორისტების" მიზანი სამთავრობო შტოების ფუნქციონირების ხელყოფა იყო.

ძალოვანი უწყების მიერ ჩატარდა აღნიშნული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა, სადაც ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიები, დრონი და სხვა ნივთები, რისი გამოყენებაც უნდა მომხდარიყო ტერორისტული თავდასხმისთვის.

დაკავებულმა პირებმა Telegram-ზე გახსნეს უკრაინული და მოლდოვური არხები, სახელად "ეროვნული ხსნის აჯანყება", რომელთა მიზანიც ტერორისტულ აქტებში ადამიანთა უფრო ფართო სეგმენტის ჩართვა იყო.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  აღნიშნული პირები ტერორისტულ აქტამდე ოჯახის წევრების საქართველოში გადაყვანას გეგმავდნენ.

 

კომენტარები