უნგრეთი-ყაზახეთი

ყოველთვის სასიამოვნოა სახლში დაბრუნება – ორბანი ყაზახეთს ეწვია

ვიქტორ ორბანი და ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ასტანა, 2023 წლის 2 ნოემბერი
Orda.kz

ვიქტორ ორბანი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება. ასტანაში უნგრეთის პრემიერმინისტრი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. 

"ყოველთვის სასიამოვნოა სახლში დაბრუნება. უნგრელები დიდი სიამოვნებით ჩამოდიან ყაზახეთში, იმიტომ, რომ ჩვენს ხალხებს ათასწლიანი საერთო ფესვები აკავშირებთ. ბოლო ათწლეულია ჩვენი ურთიერთობის გასავითარებლად დიდი ძალისხმევა ჩავდეთ და კარგს შედეგებს მივაღწიეთ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან(თოყაევთან) თანამშრომლობა. უნგრეთი ყოველთვის იყო ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორი, ასე იქნება მომავალშიც". – ამბობს უნგრეთის პრემიერმინისტრი.

ქვეყნის ლიდერებმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე მოლაპარაკებები გამართეს. თოყაევმაც აღნიშნა, რომ "უნგრელები და ყაზახები მოძმე ერები არიან". შეხვედრის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის მომავალში ეკონომიკური ურთიერთობის გამყარებაა.

ვიზიტის ფარგლებში თოყაევმა ორბანი ყაზახეთის სახელმწიფო ორდენით, I ხარისხის დოსტიკით დააჯილდოვა. ასევე ასტანაში ერთ-ერთ ქუჩას უნგრელი პოეტის, შანდორ პეტეფის სახელი ეწოდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით უნგრელებსა და ყაზახებს საერთო წინაპრები ყივჩაღები ჰყავთ.

ერთი დღით ადრე ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

კომენტარები