პატიმრების გაქცევა

ავერსის კლინიკიდან გაქცეული ერთ-ერთი პატიმარი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ავერსის კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრიდან ერთ-ერთი დააკავეს. ინფორმაციას ტაბულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებული პირი არასრულწლოვანი იყო და სამართალდამცველებმა მას საკუთარ სახლში მიაგნეს.

პატიმრები სამედიცინო დაწესებულებიდან პირველ ნოემბერს გაიქცნენ. ისინი ავერსის კლინიკაში კვლევებისთვის იყვნენ გადაყვანილები.

მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა, სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.

შემთხვევასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. მუხლი დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯგუფურ გაქცევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები