ვლადიმირ პუტინი

პუტინი სანქციებზე: რაც უფრო ნაკლები ხარახურა შემოვა, მით უკეთესი, ნაკლები ტკიპა შემოჰყვება

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

ვლადიმირ პუტინმა ეკონომიკის თათბირზე ევროკავშირის სანქციებზე ილაპარაკა, რუსეთის პრეზიდენტის თქმით დასავლელი პოლიტიკოსები "საკუთარ ფანტაზიებში აბსურდამდე მიდიან".

"დასავლელი პოლიტიკოსები საკუთარ ფანტაზიებში აბსურდამდე მიდიან. გამოდიან წინადადებით, რომ რუსეთში აკრძალონ სახრახნისებისა და ნემსების შემოტანა. რაც ნაკლები ხარახურა შემოვა მით უკეთესი, ნაკლები შანსია მსხვილი ევროპული მეგაპოლისებიდან ექსპორტით შემოვიდეს საწოლის ტკიპები". – ამბობს პუტინი.

პუტინის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, მე-12 ანტირუსული სანქციების მომზადებისას, ლიტვა რუსეთში ლურსმნების, საკერავი ნემსების, საქსოვი ჩხირებისა და სხვა წვრილმანი რკინეულობის ექსპორტის აკრძალვის წინადადებით გამოვიდა. 

რაც შეეხება შენიშვნას ტკიპების შესახებ პუტინმა საფრანგეთში, ძირითადად პარიზში მიმდინარე დაწყებული საწოლის პარაზიტების ეპიდემია იგულისხმა. 

კომენტარები