ამ ენაზე, სხვათაშორის, ძალიან ბევრი, ათასობით და ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე საუბრობს, ესეც რომ იცოდეს სალომე ზურაბიშვილმა. ეს ერთი. ანუ ენა რა შუაშია, მე არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის ქსენოფობიური კამპანიები, რომლებიც ხორციელდებოდა საქართველოში. ყალბი ნარატივი იყო, რომ თითქოს ეს საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყანას და ასე შემდეგ. იყო სამი ტალღა შარშან ამ ქსენოფობიური კამპანიის, წელსაც იყო ერთი ტალღა ამ ქსენოფობიური კამპანიის. სინამდვილეში ხომ გაირკვა, რომ სრული ფარსი იყო საუბარი ამ საფრთხეებთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძე
კობახიძე რუსების შემოსვლაზე: ფარსი იყო ნარატივი, თითქოს საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს
tbl.ge/6kz4
დაკოპირდა

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხებოდა. პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ "ძალიან შემაწუხებელია, როდესაც შენს ქვეყანაში გყავს მტრის ენაზე მოსაუბრე ადამიანები, რომელთაც თავი სახლში ჰგონიათ".
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრულიმხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




