გატაცება ოკუპირებული ტერიტორიიდან

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ გაავრცელა.

"გუშინ, 31 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე კიდევ ერთი უკანონო დაკავება მოხდა [...] ამ დროისთვის, გარემოებები და დეტალები ჩვენთვის ცნობილი არაა [...] დაკავება მოხდა ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე". - თქვა სუს-ის წარმომადგენელმა.

ირაკლი ანთაძის თქმით, დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

გუშინ, 31 ოქტომბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. სუს-ის ცნობით, შემთხვევა სოფელ სინაგურის მიმდებარედ მოხდა.

კომენტარები