დენიელ ფრიდის პოზიცია ზუსტად იგივეა, რაზეც ევროპული საქართველო თავიდანვე საუბრობდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სტატუსზე აქცენტის გაკეთება არასწორია და სტატუსის მოცემის პირობებშიც კი ქართული ოცნების, პრორუსული ხელისუფლების ცვლილების გარეშე საქართველო ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევს წინ დასავლური ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება უნგრეთის მაგალითის მოყვანას, ვფიქრობ, არასწორია, რადგან უნგრეთი უკვე არის NATO-სა და ევროკავშირის წევრი, განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც მსგავსი პოლიტიკის გატარებით არათუ დაუახლოვდება, არამედ დაშორდება დასავლურ ცივილიზაციას.
საქართველო-ევროკავშირი
ბობოხიძე: ფრიდის აზრი ემთხვევა ჩვენსას, ოცნების შეცვლის გარეშე სტატუსითაც ვერ წავალთ წინ
tbl.ge/6kty
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე. ამერიკელმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა VOA-სთან ინტერვიუში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ვიქტორ ორბანთან დაახლოებით და მის იმედზე ყოფნით საქართველოს მთავრობა "არასწორ ცხენზე დებს ფსონს, რადგან ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი".
ამავე თემაზე
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე




