ოკუპურებული ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში "საქართველოში ეკონომიკური გზის გახსნის" შესახებ იმსჯელეს

TACC

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის წევრმა, ზაზა დრიაევმა "საქართველოში ეკონიმიკური გზის გახსნის" შესახებ ისაუბრა. ინიციატივის განხილვა 27 ოქტომბერს გაიმართა.

დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მარიონეტმა დეპუტატმა, აცამაზ კასაევმა შეხვედრაზე კითხვა დასვა რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს მრგვალ მაგიდასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ვლადიკავკაზში გაიმართა. კასაევის თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა რუსეთსა და საქართველოს შორის ცხინვალის გავლით სატრანზიტო გზის გახსნის შესახებ.

"ოფიციალურ ცხინვალს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ ჰქონია. თუ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ასეთი საკითხები ჩვენი მონაწილეობის გარეშე განიხილება, მაშინ ასეთ განცხადებებზე ადეკვატური რეაქცია უნდა გვქონდეს". - თქვა კასაევმა. 

ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, პეტრ გასიევის თქმით, სატრანზიტო გზის გახსნის შესახებ წინადადება "კერძო ინიციატივაა".

ამასთან, აცამაზ კასაევმა ასევე ისაუბრა ახალგორის რეგიონიდან რუსეთიდან შემოსული ხორცის "მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის სწრაფი ტემპით მიმდინარეობაზე".

"მე და ზაზა დრიაევმა განვიხილეთ ეს საკითხი და ვფიქრობ, რომ აუცილებელის საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა. არანაირი ზომები ამ დრომდე არ არის მიღებული". - თქვა კასაევმა.

კომენტარები