კატარი

კატარში 8 ადამიანს ისრაელის ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

The Arab News 

კატარში 8 ინდოელ ოფიცერს ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. სიკვდილმისჯილები საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცრები არიან. 

კატარი ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გათავისუფლების მოლაპარაკებებში მთავარი მედიატორის როლს ასრულებს. 

ყოფილი საზღვაო ოფიცრები კატარის წყალქვეშა ნავების პროგრამაში იყვნენ ჩართული და მათ ბრალი ედებათ, რომ კატარის თავდაცვის სტრატეგიულ ინფორმაციას ისრაელს აწვდიდნენ. ისინი 2022 წლის აგვისტოში დააკავეს. ზოგიერთი მათგანი გადამდგარი ოფიცერია, რომელთაც თავიანთი კარიერის მანძილზე სამხედრო ხომალდებზეც უმსახურიათ. 2022 წელს 8 ინდოელი ოფიცერი კერძო საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობდნენ და კატარის სასამართლოს მტკიცებით ისრაელისთვის ჯაშუშობდნენ. 

კატარის წარმომადგენლებს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კომენტარები